აკი ბაშო | ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ კისენოსატოსთან დამარცხდა

Read Time:33 Second

აკი ბაშოს მე-9 დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იოკოძუნა კისენოსატოს შეხვდა. ქართველი სუმოისტი იორიკირის ილეთით დამარცხდა, ბრძოლა 27 წამს გაგრძელდა. ახლა ტოჩინოშინს 5-4 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება. ქართველი რიკიში ბრაზილიელს 9:7-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროება ბაშოზე 8 გამარჯვების მოპოვება.

ჯურიოს დივიზიონში ზედიზედ სამი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-10 ნომერ ტობიძარუს შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტის მოგებათა სერია შეწყდა – ოკურიდაშით დამარცხდა. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და ელიტურ მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. გაგამარუს მეტოქე მე-9 ნომერი სეიროა, რომელსაც 0-9 ბალანსი აქვს, ის ტრავმირებული იყო (3 ბრძოლა გამოტოვა) და აკი ბაშოს დაუბრუნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ნამორაძე “ჰონენსის” კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებულია
Next post “არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო” – სალომე ზურაბიშვილი