მოსამართლეების საკითხზე მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდება

Read Time:54 Second

მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია გვქონდა და მათგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ჩვენ გადავუგზავნეთ ეს პროექტი, სწორედ ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად, ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნებს. მათ ასევე წინასწარ გვითხრეს, რომ მხოლოდ ოქტომბერში შეძლებდა კომისია ამ დასკვნის რეკომენდაციების დამტკიცებას და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით. მოგეხსენებათ, ჯერ არ არის ეს დასკვნა მზად, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს და დასკვნებს. სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული სასამართლო არის ბევრად უფრო თავისუფალი და ის არის ევროპის 20 თავისუფალ სასამართლო სისტემას შორის. ეს გახდა შესაძლებელი იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი, პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი. ფოტო
Next post ნათია თურნავა: თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“