ნათია თურნავა: თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან“

Read Time:50 Second

თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, – ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასა და იქ ცენტრალური პარკის მოწყობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ახლა ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული და უნიკალურად მოწყობილი პარკი, როგორც ეს პარკის დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა.

„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან, რომელმაც ფონდ „ქართუს“ მეშვეობით სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ბოლო 25 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტურული ძეგლი აღდგენილიყო განათლებაში, ჯანდაცვაში, სპორტში, სარეკრეაციო მწვანე ზონებში. ახლა ამას შეემატება თბილისის ეს ერთ-ერთი მარგალიტიც, არაერთი თაობის საყვარელი დასვენების ადგილი, რომელიც კეთილმოწყობილი და უნიკალური იქნება. ამაში ისევ და ისევ ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარება, დაიხარჯება რამდენიმე ათეული მილიონი და ეს იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსამართლეების საკითხზე მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან დასკვნითი რეკომენდაციების დამტკიცებას ოქტომბერში ელოდება
Next post რესან კონცელიძე ბათუმელ მოქანდაკეს, დავით ბოლქვაძეს შეხვდა