მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, სადაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, თავად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველი მოუსპო ნებისმიერ კრიტიკოსს, ესაუბრათ ოლიგარქიულ მმართველობაზე

Read Time:43 Second

ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მათ შორის ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ, აქ რაღაც პრობლემის წყაროს წარმოადგენდა ის, რომ მაგალითად, 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს მსხვილიმ კაპიტალი. აქედან გამომდინარე, ცდილობდნენ სიმულაციისთვის კარგად გამოეყენებინათ, რომ ოლიგარქიული მმართველობაა საქართველოში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან შეეცადა, რომ ეს თემა გაემწვავებინა.

„სხვა მხრივ, საქართველოს ოლიგარქიის პრობლემა, მიზეზი, რის გამოც ვინმეს ექნებოდა საფუძველი ეთქვა, რომ საქართველოში რამე მსგავსი პრობლემაა, ობიექტურად არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, სადაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, თავად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველი მოუსპო ნებისმიერ კრიტიკოსს, ესაუბრათ ოლიგარქიულ მმართველობაზე. გვახსოვს მედია მფლობელობასთან დაკავშირებული რამდენიმე გადაწყვეტილება და პოლიტიკაში ყოფნა-არყოგნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც მკკაფიოდ მიუთითებდა, რომ ამ ადამიანმა ნებაყოფლობით, როდესაც ამას არავინ ითხოვდა მისგან, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ის თვლიდა, რომ ეს არის სამართლიანი და სწორი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ
Next post ინფექციონისტი: რესპირატორული ინფექციები საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში და ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური დაავადებები