იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ

Read Time:21 Second

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და ეს გადაწყვეტილება ნატოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს.

„კონკრეტულ სისტემებზე მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზეა მისაღები. ხანდახან არსებობს შეთანხმებები საბოლოო მომხმარებლებთან და სხვა საკითხები, ამიტომ საჭიროა მოკავშირეებთან კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება ქვეყნების მთავრობებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე გერმანიაში განაცხადეს, რომ უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნა ნატოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევაზე: შემჭიდროვდა ადამიანების წრე, რომელიც შეიძლება აირჩეს – მონდომებულები ვართ, საქართველოსთვის საუკეთესო კანდიდატი ავირჩიოთ
Next post მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, სადაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა, თავად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ყოველგვარი საფუძველი მოუსპო ნებისმიერ კრიტიკოსს, ესაუბრათ ოლიგარქიულ მმართველობაზე