მიქაუტაძე: კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატის კანონპროექტს ეხმიანება, რომლითაც დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვენ.
ეკა ბესელიას განმარტებით, პროექტი დაფუძნებულია კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2025 წლამდე შეუძლია, რომ უვადოდ დანიშვნა არ გამოიყენოს და მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა. მისი განცხადებით, ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შეაჩერებს, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“კონსტიტუციაში არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამ პირობებში, ვფიქრობ, რომ ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა, რომ ეს კანონპროექტი უპირველეს ყოვლისა სწორედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.
21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.
მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...
ფარული ჩანაწერი – ვინ აიძულა ახალგაზრდა ქალს ქმრის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება და ვინ არის რეალური დამნაშავე?
ფარულ ჩანაწერში, რომელიც "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა, 29 წლის ნატო ხელაძე მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, სასტიკ დანაშაულს იბრალებს - ჰყვება, რომ მეუღლე...
ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს. "სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და...