უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესი იცვლება
უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემ შედეგზე არ არის ორიენტირებული.
„ახლა ამ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ იმ ინდიკატორებზე, რომლებითაც უნდა მოვახდინოთ მაგალითად მეცნიერების წახალისება, პროგრამების წახალისება. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიდიოდა კვლევა. კვლევა უკვე სრულდება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს. მოხდეს გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ვაუჩერული სისტემის დარჩენას გულისხმობს, ხოლო მოდელი, რომლითაც ფული უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით მიედინებოდა, გადანაწილდება იმ შეფასების მაჩვენებლებზე, რომელზეც ახლა ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში ამაზე მუშაობას მოვრჩებით და ვფიქრობთ, მომავალ წელს უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი გვექნება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...