თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა

Read Time:24 Second

13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დაშინების მიუხედავად, დუმილი დედასთან დააღვია და თქვა, რომ მასზე 50 წლამდე კაცმა იძალადა.

მოზარდის დედამ “ქრონიკას” მოუყვა, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, მოძალადის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

სავარაუდო მოძალადე და არასრულწლოვნის ოჯახი თბილისის ერთ-ერთ უბანში, ერთ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველებმა კაცი უკვე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სექსუალური ხასიათის იძულებითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

გაუხმაურებელი საქმის დეტალების შესახებ „იმედის“ მაყურებელი “ქრონიკის” 20:00-საათიანი გამოშვებიდან შეიტყობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესი იცვლება
Next post ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება