ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება

Read Time:33 Second

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთავარ ოფისს იცვლის. ამის შესახებ გაერთიანება სოციალურ ქსელში დაწერა. გადასვლის წინ, „გირჩი“ აუქციონს გამართავს, რომელზეც სხვადასხვა ნივთებს გაყიდიან, მათ შორის გაერთიანების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძველ პირადობის მოწმობას.

„კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად:
ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, – წერს „გირჩი“.

პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ ყოფილიყო წარმოდგენილი. მან ჩათვალა, რომ განაცხადი გაუუქმეს და სახელი არ შეუცვალეს, თუმცა იანვარში გაირკვა, რომ ჯაფარიძეს პირადობის მოწმობაში სახელი შეუცვალეს და ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში 13 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭზე კაცმა სექსუალურად იძალადა
Next post თსუ-ს დაარსებიდან 101 წელი გავიდა