ემზარ კვიციანი: გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს
გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კვიციანმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, ხედავს თუ არა ის საჭიროებას, სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები.
„ამ პრეზენტაციიდან მე ყურში მომხვდა ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“. სწორად გავიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ. ხშირია ოჯახების გამოსახლება საცხოვრისიდან. გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში მოსწავლეები და ბავშვები ცხოვრობენ, აპირებთ თუ არა ამ ბავშვების უფლებების დაცვას?“ – განაცხადა კვიციანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...