მდინარაძე ელისაშვილზე: უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით

Read Time:1 Minute, 6 Second

სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა, დაანებეთ თავი, უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვინმემ. იმდენი ცუდი რაღაც ხდება, თავს გაუფრთხილდეს ყველა მართლა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის ეს საფრთხე. არაერთმა მომწერა ეს ამბავი. ახლა არის ეს საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს. თორემ, მე წავცხებ ერთს როცა იქნება კისერში და მაგით დამთავრდება ყველაფერი, გულში ჩადება შეიძლება, არ ვიცოდე რაღაცების. სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ „ენჯეო“ სექტორი, დამიჯერეთ. პრევენციისთვის ვაკეთებ ამ განცხადებას. მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა, რა უნდა უყოთ ხალხო, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია ამის გარდა ტვინი არ აქვს და ამდენსაც ვერ ხვდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: “არგუმენტის ნაცვლად მიპარვით დარტყმა “თავის გამოსაჩენად” პავლიკ მოროზოვობაა”
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, ქვემოჭალაში, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს