საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, ქვემოჭალაში, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

Read Time:1 Minute, 52 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ქვემოჭალის (ქართლი) მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური არტეფაქტების გადარჩენის სამუშაოები აწარმოეს და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. მათ შორის საყურადღებოა სამაროვნის რიგით N3 სამარხი, რომელშიც ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. ექსპედიციის მონაწილეებმა, პირველი მიცვალებულის თავის ქალასთან ახ.წ. I-II ს. დათარიღებულ ოქროს ორ საყურეს და რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დროინდელ მონეტას მიაკვლიეს.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი სამარხი შეისწავლეს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებული და კარგად ეკიპირებული იყვნენ.

„ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო. გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. სამარხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს, მიიღეს უშუალო მონაწილეობა, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმენდასა და სამარხების პრეპარაციაში.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცნობილი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და მკვლევარი, პროფესორი ვაჟა სადრაძე.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი ხელმძღვანელობით გაიარეს საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება ექსპედიცია, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა არაერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ“, – განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში „ალმანახი“ გამოქვეყნდება, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მდინარაძე ელისაშვილზე: უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით
Next post რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ – გაფრთხილება უკვე რამდენჯერმე გაისმა