“მანჩესტერ იუნაიტედი” 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია

Read Time:26 Second

“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია. 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი აუდიტორულმა კომპანია “დელოიტმა” გამოაქვეყნა და შარშანდელი სეზონის მსგავსად, “იუნაიტედმა” ლიდერობა შეინარჩუნა. გასულ წელს “მანიუმ” 581 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, რაც მეორე ადგილზე მყოფი მადრიდის “რეალის” მაჩვენებელზე მხოლოდ 1.49 მილიონით მეტია.

“მანჩესტერის” ლიდერობა ამ გუნდის მიერ ევროპა ლიგის მოგებამ განაპირობა, რის წყალობითაც კლუბმა 39 მილიონი მიიღო. მართალია, “რეალმა” უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, მაგრამ ინგლისური გრანდის შემოსავლებს მაინც ვერ გადააჭარბა. რეიტინგის საუკეთესო ოცი გუნდიდან 10 ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცხეთაში დღეიდან დევნილთათვის ბინის მისაღებად განცხადებების მიღება იწყება
Next post შვეიცარია მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად დასახელდა