მცხეთაში დღეიდან დევნილთათვის ბინის მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

Read Time:31 Second

 

მცხეთაში ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განცხადებების მიღება იწყება. ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 2 კორპუსი შენდება. განცხადებების მიღება დღეიდან იწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება. სამშენებლო სამუშაოები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დაათვალიერეს.

კორპუსებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”ტრანსმშენი” აშენებს. პროექტი 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

მცხეთაში რეგისტეირებულ დევნილ ოჯახებს, განცახდებების შევსება შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:
1. თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი- თამარაშვილის ქ. 15 ა
2. მცხეთა, ქალაქის მერიის შენობა- ანტიოქიის ქ.7
3. ქუთაისი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო- ირაკლი აბაშიძის გამზ. 27
4. ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონული სამმართველო- ხუბულავას ქ. 6.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Next post “მანჩესტერ იუნაიტედი” 2016/2017 წლების სეზონის შედეგების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბია