მამუკა მდინარაძე: 13 თებერვლის იმ შეხვედრაზე, რომელზეც თავად ბატონი გახარია საუბრობს, თითქოს საუბარი მხოლოდ იმუნიტეტის საკითხს შეეხებოდა, მარტივი ტყუილია დამალული

Read Time:45 Second

მარტივი, პრიმიტიული ტყუილია დამალული, კონკრეტულმა ადამიანებმა დასვეს შეხვედრაზე კითხვები, არაერთი კითხვის საპასუხოდ მისი პოზიცია იყო, აღსრულება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამაზე საუბარი იყო ძალიან ხისტად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „იმედის ფაქტორში“ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ 13 თებერვლის შეხვედრაზე ისაუბრა.

„უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატი ესწრებოდა , კონკრეტულმა ადამიანებმა დასვეს იქ კითხვები, არაერთი კითხვის საპასუხოდ მისი პოზიცია იყო, აღსრულებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამაზე საუბარი იყო ძალიან ხისტად. მისი აგრესიული პოზიცია იგრძნობოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, კონკრეტული დეპუტატები დაინტერესდნენ, რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას, თუკი სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მდინარაძის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

„ადამიანის დაკავება ზოგადად, არავის არ უხარია, ალბათ „ნაცებისგან“ განსხვავებით, მაგრამ ჩვენი სტილი ეს არ არის. არავის დაპატიმრება არ გვიხარია. როდესაც შენ მიდიხარ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ მოჰყვება, უხერხულობას ქმნის. მელიას წინა შემთხვევაში ეს ასე იყო. იმუნიტეტი მოუხსნეს და შემდეგ არ დააკავეს“, – დასძინა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – 20 ივნისი ჩემი ტვირთია და მე ვატარებ
Next post მამუკა მდინარაძე: გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა