მამუკა მდინარაძე: გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა

Read Time:40 Second

გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს გიორგი გახარიამ მაინც დატოვა იმ ეჭვის არსებობის შანსი, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა. ჩემი აზრით, ვა-ბანკზე დღევანდელი წასვლა გამოიწვია გაღიზიანებამ და, თუ დააკვირდით, მაინც დატოვა იმ ეჭვის ლეგიტიმურობის შანსი, რომ მაინც რაღაც ხომ არ ხდება, მიიტანა რა ერთ ადამიანზე და ვიწრო ჯგუფზე იერიში, სხვების კრიტიკას კი თავი აარიდა. პარლამენტი და ირაკლი კობახიძე იყო მისი სამიზნე. ჩემთვის ემოციურად რთული მოსასმენი იყო სიტყვები, რომ პარლამენტში ვერავინ ვერ ვნახეო. ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი. უკრაინიდან მიღებულ ინფორმაციაში რომც შევიტანო ეჭვი, როდესაც ასეთ სიცრუეს ვისმენ იმის შესახებ, რასაც მე შევესწარი და სადაც მე ვიყავი, ეს არის კონკრეტული დიაგნოზი გულწრფელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: 13 თებერვლის იმ შეხვედრაზე, რომელზეც თავად ბატონი გახარია საუბრობს, თითქოს საუბარი მხოლოდ იმუნიტეტის საკითხს შეეხებოდა, მარტივი ტყუილია დამალული
Next post მამუკა ხაზარაძე – გიორგი გახარია, დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში