მამუკა მდინარაძე – სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით

Read Time:28 Second

სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს შეაწუხებს თუ არა, სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მისი დანაშაულის თუ უდანაშაულობის შესახებ საბოლოოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება“,- აღნიშნა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნება
Next post ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება