მაია ცქიტიშვილი მოქალაქეებს: დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს

Read Time:36 Second

დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს. უსაფრთხოდ შევხვდეთ აქტიურ ტურისტულ სეზონს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის ჩართულობა.

„ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგი შედეგი შევინარჩუნოთ. ნამდვილად, მსოფლიოს ჯერ არ დაუმარცხებია პანდემია და შესაბამისად, პანდემია საქართველოშიცაა. როდესაც ბავშვებს ვუშვებთ სკოლაში, როდესაც ტრანსპორტს ვხსნით და უკვე სავაჭრო ქსელებში, ასევე კვების ობიექტებში, შესაძლებელია მომასახურების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს სიფრთხილე. დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს და უსაფრთხოდ შევხვდეთ აქტიურ ტურისტულ სეზონს. მივცეთ საშუალება ჩვენს ეკონომიკას, აღდგეს ამ პანდემიის პირობებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი: ყველა პოლიტიკოსი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს
Next post ამირან გამყრელიძე: თუ 95 პროცენტამდე გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, მესამე ტალღა აღარ გვექნება