ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს

Read Time:47 Second

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან ქარუმიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

„გვქონდა შეხვედრები ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციებთან. მინდა, აღვნიშნო ის თბილი და მეგობრული გარემო და განწყობა, რაც მათ აქვთ, ზოგადად, საქართველოსთან მიმართებაში. ამ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და განსაკუთრებით გაესვა ხაზი საპარლამენტო დიპლომატიას. ასევე, არაერთხელ აღინიშნა სურვილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის განხორციელდეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები. უკვე მივიღეთ არაერთი მოწვევა და ჩვენც ჩვენი მხრიდან, მოვიწვიეთ ისინი საქართველოში.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხავიერ კოლომინა: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა – აუცილებლად გავაგრძელებთ ნატოს ჩართულობის გაძლიერების გზების ძიებას
Next post პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამეგრელოში კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ