პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამეგრელოში კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ

Read Time:20 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.

პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ქარუმიძე: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროინტეგრაციას ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა აქვს
Next post თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე: საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, ასე იმუნურ ფენას ვერ შევქმნით