ლევან იოსელიანი: გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად განვიხილოთ

Read Time:35 Second

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება „გირჩს“, პარტია „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოლაპარაკებები. შიდა კონსულტაციები ოპოზიციის ნაწილს შორის, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება. მათ, ვისაც სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი ჯერ არ უთქვამთ, გიორგი ვაშაძის პარტიასთან ის მთავარი საკითხები უნდა განიხილონ, რის სანაცვლოდაც, შესაძლოა პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადონ.

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

14 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოდან ექსპორტზე 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს
Next post ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა