ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა

Read Time:36 Second

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, ნაკურთხი წყალი სახლებსა და კარ-მიდამოს აპკურონ. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა“, – ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად განვიხილოთ
Next post ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია