ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია

Read Time:1 Minute, 0 Second

ალეკო ელისაშვილი გიორგი ვაშაკიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ შეხვედრაზე უარი თქვა. „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, მას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია, მას „გირჩის“ წევრები ეკონტაქტებოდნენ, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება კი პოზიციის რადიკალური ცვლილებაა.

„ორ დღეში მან რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია ამ პოზიციის მოულოდნელი ცვლილება, რადიკალურად, 180 გრადუსით. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არ უნდა ინდივიდუალურად შეხვედრა გიორგი ვაშაძეს? როგორ ფორმატშიც უნდა ისე შევხვდებით. ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა
Next post ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა