ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

Read Time:25 Second

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. „ეხო კავკაზას” ინფორმაციით, სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა. საქმეზე გამოცხადდა შესვენება. მომდევნო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძემ ორ დღეში რადიკალურად შეცვალა პოზიცია
Next post პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ