კობა გვენეტაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია

Read Time:44 Second

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია.

როგორც კობა გვენეტაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები და აუცილებელი იყო შევსება. მისივე თქმით, სებ-ის მიერ რეზერვების შევსებას, არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის რეგიონში იყო ერთადერთი ეროვნული ბანკი, რომელსაც ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები. ჩვენი ინტერვენცია ყოველთვის არის გააზრებული კონტექსტში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ინტერვენციას, რომელიც განხორციელდა გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეუცვლია. მიუხედავად ამ ინტერვენციებისა, სავალუტო კურსი იქნებოდა ის, რაც იყო. როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები “,-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სებ-ი პოლიტიკის განხორციელების დროს ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და სჭირდება ადეკვატური რეზერვები.

ცნობისთვის, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Carrefour-ი შიდა განვადებებს იწყებს
Next post ბერლინური ფუნთუშები