Carrefour-ი შიდა განვადებებს იწყებს

Read Time:41 Second

ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა ერთი განსხვავებით – ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა.

Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება, შესაბამისად, თანხის დაფარვა 3 გადახდით სრულდება, საპროცენტო განაკვეთი 0%.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აფიქსირებს შერჩეული საქონლის სარეალიზაციო ფასს პირველადი გადასახდელის გადახდის დღეს. ტექნიკასა და თუ ავეჯზე ფასის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი დარჩება უცვლელი. ფასის შემცირების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ფასი შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს ხელშეკრულებას საფასურის სრულად გადახდამდე, ან მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს საქონლის საფასურის სრულად გადახდას პირველი გადახდიდან 90 დღეში, კარფური უფლებას იტოვებს დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის 10%-ის ოდენობით, რომელიც დაიქვითება მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი თანხიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი „ლოგიკურს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, მან ჩაანაცვლოს
Next post კობა გვენეტაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია