კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ერთგული ამომრჩეველი, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს

Read Time:46 Second

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, ვინც იზიარებს ჩვენს მშვიდობის პოლიტიკას, მგონია, ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების საკითხზე კომენტირებისას. კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ხომ არ წაართმევს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლებს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას.

​„ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს ჩვენს პოლიტიკას, ვინც იზიარებს მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს.

გადაწყვეტილებას ამ დეპუტატებისგან მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი; ამას მოჰყვა ასევე ახსნა-განმარტება, გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ
Next post გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა