გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

Read Time:51 Second

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

„გთავაზობთ აბიტურიენტთა პირველად შედეგებს უცხოური ენების გამოცდებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი.

„მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
უცხოური ენები – წერილის შეფასების სქემა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ერთგული ამომრჩეველი, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს
Next post აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა