კარლ ჰარცელი: ის იქნება სამი ინტენსიური დღე, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ჩიხიდან გამოსვლა

Read Time:32 Second

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ის იქნება სამი ინტენსიური დღე და მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა“, – განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ელის.

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შაბათ-კვირას გაანაწილებს
Next post მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება