ამირან გამყრელიძე: თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შაბათ-კვირას გაანაწილებს

Read Time:42 Second

„თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„13 მარტს, დილით, თუ განრიგით მოხდა ყველაფერი ისე, როგორც არის მოწოდებული ინფორმაცია, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ გვაქვს ყველა სამედიცინო პერსონალის მონაცემები, რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების მიხედვით და შესაბამისი პროპორციებით, ეს ვაქცინა გადანაწილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე“, – განუცხადა „ქრონიკას“ ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. პირბადის გამოყენების სტატისტიკური მაჩვენებელი 43%-ს არ აღემატება. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მოსახლეობა მოდუნდა, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რამაც კოვიდინფიცირებულების რაოდენობა გაზარდა. ისინი მოსახლეობას კვლავ მკაცრად მოუწოდებენ პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტს მიიღებს, ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისტორიული გამარჯვება-ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა
Next post კარლ ჰარცელი: ის იქნება სამი ინტენსიური დღე, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ჩიხიდან გამოსვლა