იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

Read Time:28 Second

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას იმაში, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არ ყოფილა ამნისტიის მიღება, დაზუსტდა, რომ ამნისტია მოიცავს 19-20-21 ივნისის მოვლენებს.

„პირს უფლება ექნება, გაასაჩივროს ამნისტიის აქტი, თუ ის მიიჩნევს, რომ მასზე გავრცელდა იმ ფორმით, რომელსაც არ ეთანხმება და მიაჩნია არასწორად. ეს რთული და მტკივნეული დღე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაძლიოს – ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში, დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ
Next post ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც აკისრია, მთავარია ბავშვები, მათი უფლებები