თენგიზ ცერცვაძე: თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში, დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ

Read Time:41 Second

ჩვენ დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, მათ შორის ახალი მიდგომები და მედიკამენტები, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ, თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ერთი თვის წინ გვქონდა მესამე ტალღა. გარდაცვალებების მატება პიკს მოჰყვება დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ. მძიმე პაციენტების რეანიმაციაში შემოყვანიდან დაახლოებით ამ ხანს შემდეგ დგება გარდაცვალება. ეს ერთი მიზეზი, ხოლო მეორე არის დაგვიანებული შემთხვევები. მე ამაზე ძალიან ბევრჯერ განვაცხადე – ჩვენ დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, მათ შორის ახალი მიდგომები და მედიკამენტები, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ, თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში. შემოდიან უკვე სარეანიმაციო პაციენტები და შემოყვანის დღიდან საჭირო ხდება მათი ინტუბირება, შემდეგ კი მათი გადარჩენა ძალიან ძნელია. მესამე მიზეზია ვაქცინირების დაბალი პროცენტულობა. იმ ქვეყნებში სადაც სიკვდილიანობა შემცირდება, მოსახლეობის ნახევარი ვაქცინირებულია. თქვენ იცით, რომ ვაქცინა უპირველესად სიკვდილისა და მძიმე შემთხვევებისგან გვიცავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული საკითხები, გამჭვირვალედ უნდა იყოს შესწავლილი
Next post იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი