ირაკლი კობახიძე: ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული საკითხები, გამჭვირვალედ უნდა იყოს შესწავლილი

Read Time:32 Second

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი2“-ის ეთერში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ გახმაურებულ საკითხს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და თუ ბავშვთა უფლებების დარღვევის ბრალდებას ნამდვილად აქვს ადგილი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი.

„ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება. აქ არის რა თქმა უნდა ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ რაღაცა, ან ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს შესწავლილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა არის ბავშვის ინტერესი, მთავარია, მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა
Next post თენგიზ ცერცვაძე: თუ პაციენტი დროულად შემოვა ჰოსპიტალში, დღეს გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ დამძიმება თავიდან ავიცილოთ