ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ყველა ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას

Read Time:38 Second

რადიკალური ოპოზიციის ყველა ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით.

„ამას ისინი აფიქსირებენ, მათ შორის, დახურულ შეხვედრებზეც. არა მგონია, მათ რაიმეს რესურსი ჰქონდეთ, მთავარია სულისკვეთება, ხალხმა ეს უნდა შეაფასოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევრორეკომენდაციის საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი რანგის პირებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, შეხვედრებს გამართავს. „ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავიტანოთ სიმართლე. პირველი სიმართლე არის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მეორე – ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, არ გადაუხვიოს იმ ევროპული ინტეგრაციის გზას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა“, – აცხადებს ვაშაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხოშტარია კახა კალაძეზე-როცა ასეთი უბედურება ხდება, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო
Next post მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ დღეს შეკრულია ისე, როგორც არასდროს, რასაც ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ოპონენტები და სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები