ხოშტარია კახა კალაძეზე-როცა ასეთი უბედურება ხდება, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო

Read Time:41 Second

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში ვაკის პარკში მომხდარ უბედურებასა და თბილისის მერის კახა კალაძის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საკითხზე ისაუბრა.

ხოშტარიას თქმით, მომხდარი აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. ამას ბევრი განმარტება არც უნდა. როდესაც ხარ მერი, დივიდენდებს იღებ შადრევნის გახსნისთვის, ამდენი ფული გაქვს ამაში დახარჯული და ზუსტად მეორე დღეს კონკრეტულად ამ შადრევანში ასეთი უბედურება ხდება, ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაღაც ფორმით აიღო.

კალაძის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ – „თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდება, მზად ვარ პასუხი ვაგო“, ჯერ ერთი ბრალეულობა თუ დგინდება, მზაობა არ სჭირდება პასუხისგებას. აქ არ არის საუბარი კონკრეტულად სამართლებრივ სასჯელზე. კალაძეს რომ არ გაუყვანია ის მილები, ეს ყველამ იცის. აქ საუბარია მერიის მიერ შექმნილი მრავალმილიონიანი პროექტის ასეთი კრახით დასრულებაზე. ყველა რგოლში პრობლემა იყო, რაც სისტემურობაზე მეტყველებს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში” გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა
Next post ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ყველა ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას