ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას.
მისი თქმით, საგარეო შოკებზე საპასუხოდ, უნდა შენარჩუნდეს ფისკალური დისციპლინა, პარალელურად, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები.
„მარტივი ენით რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს შემდეგს – ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ისე, რომ არ იყოს მაღალი დეფიციტი. ბიუჯეტის შიგნით ბალანსი უნდა იყოს ჯანსაღი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ვზრდით პენსიებს, მომავალშიც გვაქვს დაგეგმილი გავზარდოთ პენსია, ასევე სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოფა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია დავამთავროთ და ბოლოში მივიყვანოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული გზა და ბევრი სხვა პროექტი, რომელიც რეკორდულად მაღალია. ანუ საქართველოს ისტორიაში წარმოუდგენლად დიდ კაპიტალურ დანახარჯებთან გვაქს საქმე. თუ გაგივლიათ სხვადასხვა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში ხედავთ, რომ მიდის აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ის დიდი, მეგა პროექტები, რომლებიც ალბათ „საუკუნის პროექტებად“ შეიძლება ჩაითვალოს, ესენია: რიკოთის ჩქაროსნული გზატკეცილი, ასევე, ჩრდილოეთ სამხრეთის გზა, ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, აი ეს არის ის გარდამტეხი მიმართულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში. შესაბამისად, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ფისკალური დისციპლინა, ასევე, უყუროს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ყურადღება უნდა მიაქციოს მონეტარულ პოლიტიკას და სსფ-ის რელიზში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე, უნდა შენარჩუნდეს გამკაცრებული პოლიტიკა იმისთვის, რომ ინფლაცია არ გაიქცეს. ამავდროულად, რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა მოხდეს იმ პოტენციალის სრულად რეალიზება და სრულად გამოჩენა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...