რატი იონათამიშვილი – რეზოლუციის გადადება მხოლოდ მათ ინტერესშია, ვისაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა არ უხარია – მათი სიხარული ეფემერულია

Read Time:43 Second

სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.

„სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპრალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამოხატაველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წამროადგენდეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.”, -აცხადებს რატი იონათამიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე
Next post ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა