ვოლსკი: მეტროს მემანქანეებს საზოგადოება მძევლად ჰყავთ აყვანილი

Read Time:1 Minute, 6 Second

“შექმნილ ვითარებას საკმაოდ მძიმე ვითარება შეიძლება დავარქვათ, თუმცა არა კოლაფსი”- ასე გამოეხმაურა თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას და დედაქალაქში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი.

მისი თქმით გაფიცულ მემანქანეებს საზოგადოება მძევლად ჰყავთ აყვანილი. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ მეტროს თანამშრომლების ხელფასი დაბალი ნამდვილად არ არის.

“მგონია, რომ მეტროს გაფიცული მუშაკები გარკვეულ დასკვნას გამოიტანენ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შეუდგებიან მუშაობას, რათა მთელი ჩვენი საზოგადოება მძევლად არ ჰყავდეთ. არსებობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხის მარგინალიზაციას ახდენს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან აკეთებს შედარებას, რომელსაც ნამდვილად არ აქვს მაღალი ხელფასი. თუმცა ვერ ვიტყვით ჩვენ ამას მეტროს მემანქანეებზე. დარიცხული ხელფასია დათვლილი, 13-ე ხელფასი, პრემიები, განაცდური, დამატებითი სამუშაო, დაზღვევა და სოლიდური შემოსავალი გამოსდით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტროს გაფიცული მემანქანეები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

წუხლ მეტროს მემანქანეებმა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე თბილისის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კახა კალაძემ პოზიცია არ შეცვალა და მხოლოდ იმას შეჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების განხილვას 2019 წლიდან დაიწყებდა, მიზეზად კი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.

ამ დოისთვის კი გლდანის დეპოსთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. მემანქანეები მესამე დღეა, შიმშილობენ. აქციის მონაწილეების თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კონჩიტა ვურსტი ქერა გახდა
Next post მამუკა ნაცვლიშვილი: რომ შემეძლოს ჩემი შვილის მკვლელის დახვრეტას მოვითხოვდი