მამუკა ნაცვლიშვილი: რომ შემეძლოს ჩემი შვილის მკვლელის დახვრეტას მოვითხოვდი

Read Time:55 Second

მამუკა ნაცვლიშვილი: რომ შემეძლოს ჩემი შვილის მკვლელის დახვრეტას მოვითხოვდი

თემქაზე მოკლული 21 წლის ანი ნაცვლიშვილის მამა პროკურორებს შეხვდა. მამუკა ნაცვლიშვილმა კითხვები საქმეში დანების რაოდენობაზე დასვა. ბრალდებულის ადვოკატმა გუშინ ივარაუდა, რომ 21 წლის გოგოს 33 ჭრილობა სხვადასხვა ბასრი საგნიდან ჰქონდა მიყენებული.

მამუკა ნაცვლიშვილმა შეხვედრის შემდეგ imedinews-ს უთხრა, რომ პროკურების თქმით საქმეში ერთი დანა ფიგურირებს – ის, რომლითაც ანი ნაცვლიშვილს მისმა შეყვარებულმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

“ერთი ქვა არის თუ აგური საქმეში, რომელიც თავში ჩაარტყა და მეორე დანა, რომლითაც 33 ჭრილობა აქვს მიყენებული ჩემს შვილს. სხვა ცივი იარაღი საქმეში არ ფიგურირებს. მე შეკითხვა მქონდა, რადგან ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი სხვას ლაპარაკობს, მაინტერესებდა რომ გავერკვიო ერთმა კაცმა მოკლა ჩემი შვილი თუ სამმა. როგორც მქონდა ეჭვი ერთზე ისევ ის ეჭვი მაქვს და ეს არის ლადო გრიგალაშვილი. გამოძიებას ვენდობი, სასამართლოსგან კი უმაღლეს სასჯელს ველოდები, დახვრეტა რომ იყოს დახვრეტას მოვითხოვდი”, –  განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატი ამჯერად დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის ემზადება, რადგან დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ანი ნაცვლიშვილს დაზიანებები სხვა საგნითაც აქვს მიყენებული.

22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.  21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლსკი: მეტროს მემანქანეებს საზოგადოება მძევლად ჰყავთ აყვანილი
Next post მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თბილისის მეტრო დღეს სავარაუდოდ 14:00 საათზე გაიხსნება