ექიმს, რომელსაც მანამდე პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს

Read Time:46 Second
მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ პროცენკო Facebook-ზე წერს.
 
„კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი“, – წერს პროცენკო.
 
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე-40 საავადმყოფომ დაიწყო. 24 მარტს საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი ეწვია და დენის პროცენკოსაც გაესაუბრა.
 
პროცესკოსთვის დასმულ დიაგნოზს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პუტინი რეგულარულად გადის შემოწმებას კორონავირუსზე და ყველაფერი რიგზეა.
 
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები კუთვნილ ხელფასს აიღებენ
Next post გიორგი გახარია – ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის