გიორგი გახარია – ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის

Read Time:36 Second

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვი​ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა. ამავე თარიღს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ჩვენმა წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ამ გამოწვევასაც დავძლევთ და საქართველო გააგრძელებს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შენებას“, – წერს გახარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექიმს, რომელსაც მანამდე პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს
Next post ლალი ტურძელაძე – მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით