დიმიტრი ხუნდაძე – სასამართლოს თემა არის ყველას სატკივარი, საზრუნავი და ეს არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი

Read Time:35 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სასამართლოს თემა ყველას სატკივარია და არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესი, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემჟურნალისტებთან კაჭრეთში განაცხადა, როდესაც შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„პოლიტიკა არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი პროცესი. ზოჯერ რაღაც იწყება და მთავრდება. რა დამთავრდება და როგორ გაგრძელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, ეს მოლოდინი არის საზოგადოებაში და გასაკვირი არ უნდა იყოს სიახლეები. ვფიქრობ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში ნათელი შეიტანონ და არა ვთქვათ, პრივატიზაცია მოახდინონ რომელიმე კონკრეტული თემის, მაგალითად სასამართლოების. ეს არის ყველას სატკივარი და საზრუნავი და ეს არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აფთიაქებში პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი დღეიდან შეივსება
Next post დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს