დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს

Read Time:39 Second

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს და იმ სიმპტომების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს.

სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს, კონკრეტული სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.

„თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. თუ ჩვენი გაციების სურათი ვითარდება, ანუ ისე ავად არის, როგორც აქამდე, მაგრამ პლუს ადამიანი არის კიდევ სხვა დაავადების მატარებელი, ორსული, მელოგინე, ან ასაკოვანი, ესეც ჩვენება არის იმისთვის, რომ მიმართოს ოჯახის ექიმს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: “გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს…” – სერგეენკო ასახელებს სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის დროს ოჯახის ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – სასამართლოს თემა არის ყველას სატკივარი, საზრუნავი და ეს არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი
Next post ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა