ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა

Read Time:28 Second
Tasteatlas-ის რეიტინგში ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. მსოფლიოს გამორჩეულ კერძებს შორის „ყველიანმა პურმა“ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა.
 
„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად მას ყველით, კვერცხით, კარაქითა და ცომით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას ან სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. იმერული და აჭარული ხაჭაპური ყველაზე გავრცელებულია“, – ვკითხულობთ Tasteatlas-ზე განთავსებულ ხაჭაპურის აღწერაში.
 
Tasteatlas პირველი გლობალური ვებგვერდია, სადაც მსოფლიო რუკაზე 5 ათასზე მეტი კერძი, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი.
 
Tasteatlas პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
Next post ანსამბლ „ვია 75“-ის წევრი უჩა კორ­ძა­ია გარ­და­იც­ვა­ლა