დაჩი ცაგურია-2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, ეკა ხერხეულიძემ მითხრა “უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო” გამიმეორა რამოდენიმეჯერ

Read Time:55 Second
,,ეხლა ვნახე ქალბატონი ეკა ხერხეულიძე ღელავდა სააკაშვილის პატიმრობაზე და საპატიმრო პირობებზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არასებულს. გამახსენდა 2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, მერე უკვე დაკავებული სასამართლოს ეზოში რომ მცემეს, დამიზიანეს ხერხემალი, დამიმტვრიეს ხელის მტევანი, თავი მქონდა რამოდენიმე ადგილას ცემისგან გატეხილი, ჩვენთან ერთად საშინლად სცემეს ომუდსმენის წარმომადგენელი, სცემეს ჟურნალისტები, დაულეწეს კამერები, წაართვეს ყველას აპარატურა და წაუშალეს ყველა მასალა. ასევე ჩემი დაკავების შემდეგ სასტიკასდ სცემეს მამაჩემი, დედაჩემს გაუსწორდნენ ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ რომ დედა იყო ჩემი და ძირს დაგდებულს წიხლები და ხელკეტები ურტყეს… ამის შემდე საპატიმროში შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. მაშინ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე (რა ცინიკურია), ამ დალეწილს, ნაცემ ნაგვემს მეუბნება რომ დიახაც საცემი ვიყავი და იმიტომაც მცემეს! არავის სცემენ თურმე ტყუილად და ახალაიები გმირები არიანო და შენ სამშობლოს მოღალატე ხარო. დიახაც “უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო” გამიმეორა რამოდენიმეჯერ… ეხლა რას აპროტესტებს ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯომარე? კონკრეტულად ადამიანის რომელი უფლება ირღვევაო პატიმარ სააკშვილთან, მეგის ქარდავასთან ან კასტილიანთან, ხომ ვერ გვეტყვის? თაფლი არაა მაისის თუ წაბლის?
საპაიმროში ჩემს დასამცირებლად და შეურაცხყოფის მოსაყენებლად რომ დადიოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალი ხომ არ დაავიწყდა?-” დაჩი ცაგურია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ოსკარზე“ წარსადგენი ქართული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს
Next post გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია თითქოსდა პოლიტიკური დევნისთვის, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, რევოლუციური პროცესების გეგმაზე გადავიდნენ