გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექცია თითქოსდა პოლიტიკური დევნისთვის, როცა ეს თემა ვერ განვითარდა, რევოლუციური პროცესების გეგმაზე გადავიდნენ

Read Time:35 Second

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეებს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ვერ მიიქცია, ის გადავიდა სხვა გეგმაზე, რომელიც რევოლუციური პროცესების განვითარებას გულისხმობდა.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიექციათ მისი დანაშაულებისთვის, როგორც თითქოს, პოლიტიკური დევნისთვის, თუმცა რეალურად ეს საქმეები პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. როცა ეს თემა ვერ განვითარდა, მეორე გეგმაზე გადავიდნენ, რომელიც რევოლუციური პროცესების განვითარებას გულისხმობდა. მათი მიზანია, არჩევნებს არანაირი წინაპირობა არ ჰქონდეს, ხალხი შეიკრიბოს, დაიძრას და საპატიმროდან სააკაშვილი დაიხსნას. ეს არის იდეა, ვინაიდან არჩევნების თემას „ნაცმოძრაობა“ არასდროს იზიარებდა და ახლაც არ იზიარებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას 14 ოქტომბერს გეგმავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაჩი ცაგურია-2009 წლის 15 ივნისს ახალგაზრდების საშინელი დარბევის შემდეგ, პოლიციის შენობაში რომ გვაწამეს სასტიკად, ეკა ხერხეულიძემ მითხრა “უნდა ეცემე და მაგიტომაც გცემესო” გამიმეორა რამოდენიმეჯერ
Next post “საერთაშორისო მხარდაჭერა ეფექტურია მაშინ, როცა შენ შენს ქვეყანაში ხარ აქტიური და იბრძვი” – ოპოზიცია NATO-ს რეზოლუციას აფასებს