გრიგოლ ვაშაძე – მომილოცია, ხელისუფლება არ გვყავს ბატონებო – გვყავს ივანიშვილი, რომელიც სამეგრელოს შემოივლის, რადგან ეშინია, წუთები აქვს დათვლილი მის ხელისუფლებას
საბჭოთა კავშირში დავიბადე და ამაზე ამზრზენი სპექტაკლი არ მინახავს, – ასე შეაფასა დავით კირკიტაძის დღევანდელი სასამართლო პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას მომდევნო სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკაშვირებით უსამართლოდ მიიჩნევს და სამარცხვინოს უწოდებს.
“ეს ბიოლოგიური არსება უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს, როგორ ფიქრობთ, სირცხვილი არ არის? პროკურორი კიდევ ეხვეწება მოწმეს,თქვი რაც ჩვენებაში აღწერილი გაქვსო, არ ახსოვს იმ საწყალს კაცს, იწურება ოფლში და არ იცის რა თქვას. არც ხელისუფლება გვყავს ბატონებო, მომილოცია! გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს, იმიტომ რომ წუთები აქვს დათვლილი მას და მის ხელისუფლებას. ეს არის თურმე მესამე ტალღა რეფორმების და მეოთხეზე ალბათ, ხალხს კედელთან დახვრეტავენ”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...