გიული ალასანია-ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება… უკაცრავად რა ჰქვია ამას?

Read Time:46 Second

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა და შესაბამის კლინიკაში მისი რეაბილიტაცია.

გიული ალასანია ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეცდომა იყო.

„სრული გაუგებრობაა. სად ვცხოვრობთ საერთოდ ? მგონი დიდი ხანია ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ და უბრალოდ არ გვიცხადებენ. ჩემთვის ეს არის ნათელი. ობიექტური სურათი მაგათ ინტერესებში არ შედის. ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში ჩამოვიდა ჩემი შვილი. ახლა პირველად ვამბობ, მაგრამ გული მწყდება. ეს მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. რა მიიღო ? რა მივიღეთ ? უკრაინის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება, მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება. უკაცრავად რა ჰქვია ამას? ვერ გავიგე. რა მივიღეთ ჩვენ საბოლოოდ? ეს უნდა მიეღო ჩემს შვილს საზოგადოებისგან?

არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ შეთითხნილ საქმეებს. ახლა ციხეში ჰყავთ გამოკეტილი და რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ მოკლან. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც გამოცდილება აქვთ ასეთი დაავადების მკურნალობის. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: სიფრთხილე ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური მიზანია, ერთი შეცდომაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს
Next post ვლადიმირ კლიჩკო – გერმანიამ 100 მილიონი შეგვიგროვა