ვლადიმირ კლიჩკო – გერმანიამ 100 მილიონი შეგვიგროვა

Read Time:26 Second

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კომენტარი გაუკეთა იმ დახმარებას, რომელიც უკრაინამ გერმანიისგან მიიღო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს. მე და ჩემმა ძმამ მივმართეთ ბიზნესის წარმომადგენლებსა და უბრალო მოქალაქეებს თხოვნით – დაეხმარონ უკრაინასა და უკრაინელებს, რომლებიც დღეს გმირულად იგერიებენ რუსეთის შეტევებს.

რამდენიმე დღის განმავლობაში, გერმანული ტელევიზიის ეთერების, სპეციალური პროგრამებისა და მოწოდებების წყალობით, უკვე მოხერხდა 100 მილიონ ევროზე მეტის შეგროვება. ასევე ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, პირველი აუცილებლობის ნივთების მოზიდვა, რომელიც უკვე ჩაიტანეს უკრაინაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა. ნუ გაჩერდებით ამაზე, გააგრძელეთ. მადლობა, მეგობრებო“, – დაწერა კლიჩკომ თავის სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია-ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება… უკაცრავად რა ჰქვია ამას?
Next post უკრაინაში ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა