უკრაინაში ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა

Read Time:37 Second

უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 35 ჟურნალისტი დაშავდა და სამი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

„რუსი ოკუპანტები მათი ქმედებების ობიექტურ გაშუქებას ეწინააღმდეგებიან. ხოცავენ და ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტებს. სულ მცირე 35 ჟურნალისტი უკვე დაზარალდა ფაშისტის ხელში. სამი დაიღუპა“, – წერს დენისოვა.

დენისოვას ცნობით, ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი მიკოლაევთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას დაიღუპა, ტელეოპერატორი ევგენი საკუნი – კიევში სარაკეტო თავდასხმას შეეწირა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დოკუმენტალისტი ბრენტ რენო კი ირპენში ბლოკპოსტზე მოკლეს.

მისი თქმით, ბევრი ჟურნალისტი დაშავდა მტრის მიზანმიმართული თავდასხმების დროს. ასევე, ოკუპანტების სამიზნეა სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კიევის, ლუცკისა და რივენის სატელევიზიო ანძები.

„დამპყრობელთა ქმედებები მიზნად ისახავს ფაშისტური პროპაგანდისა და იდეოლოგიის დაწესებას და ყველა სხვა საინფორმაციო რესურსის ჩახშობას“, – აღნიშნა დენისოვამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტები დაიღუპნენ ნიკოლაევის მახლობლად, კიევის რეგიონში და თავად დედაქალაქში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმირ კლიჩკო – გერმანიამ 100 მილიონი შეგვიგროვა
Next post იმერეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა